მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე მზად არის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრას

ეკატერინე ტიკარაძე
1616181527
COVID-19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ყველა საჯაროდ აიცრას.

იგი ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც, მისი წარმომადგენლები სხვადასხვა ვაქცინით აცრას გეგმავდნენ.

„ჩვენ გვქონდა სტრატეგია, რომ სხვადასხვა ვაქცინით მომხდარიყო აცრა. გადაწყვეტილი, იყო რომ მე ავცრილიყავი ჩინური ვაქცინით.

თუმცა, დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი იმასთან, დაკავშირებით, თუ რა სახეს მიიღებს ის კამპანია, ვინაიდან ის, რაც იყო დაგეგმილი, შეიძლება დღესდღეობით არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მოქალაქეები დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში.

და ასევე, გარკვეული ფორმატი შეიძლება იყოს შეცვლილი, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, მზად არის თუ არა მინისტრი, გადადგას ეს ნაბიჯი საზოგადოებისთვის და აიცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ტიკარაძე დადებითად პასუხობს.

ინფორმაციისთვის, 15 მარტს საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ პრეპარატით დაიწყო.