მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა მომავალი პანდემიისთვის მოსამზადებლად ჯანდაცვის კრიზისული ორგანო შექმნა

კორონავირუსი
1631866949
COVID-19

ევროკომისიამ ჯანდაცვის კრიზისული ორგანო შექმნა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის ხარჯებს მომავალი პანდემიისთვის მოსამზადებლად. ინფორმაციას reuters ავრცელებს.

ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ახალი ორგანო „ჰერა“ შეაფასებს ჯანმრთელობის პოტენციურ საფრთხეებს, შეუწყობს ხელს კვლევებს, უზრუნველყოფს საჭირო პროდუქციის ხელმისაწვდომობას და დაეხმარება ქვეყნებს საჭირო სამედიცინო მარაგების შექმნაში.

თუ ახალი ჯანდაცვის კრიზისი მოხდება, ორგანო მოახდენს გადაუდებელ დაფინანსებას და დაეხმარება მონიტორინგის კოორდინაციას, რაც შეიძლება ეხებოდეს სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას და სხვა საკითხებს.

უფლებამოსილება ნაწილობრივ შექმნილია იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ცალკეული ღონისძიებების გატარება ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნების მიერ, რადგან პანდემიის დაწყებისთანავე, რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაეფექტური იყო, ზოგი კი ევროკავშირის სხვა ქვეყნების წევრების ხარჯზე ხდებოდა. ახალი ორგანო შეავსებს ევროკავშირის ჯანდაცვის სხვა სააგენტოებსაც.

„მთავარი ინსტრუმენტი მზადყოფნის კოორდინაციისთვის იქნება „ჰერა“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე - პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა.

მზადყოფნისა და რეაგირების ახალი ორგანო „ჰერა“ სრულად 2022 წლის დასაწყისში ამოქმედდება. 2022-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 6 მილიარდი ევროთი, სხვა პროგრამებით გათვალისწინებული ჯანდაცვის უსაფრთხოების ხარჯებზე კი ევროკავშირის მთლიანი თანხა თითქმის 30 მილიარდ ევროს მიაღწევს.

ევროკავშირის ცალკეულ წევრებთან და ბიზნესპროექტებთან ერთად, საერთო ხარჯებმა შეიძლება 50 მილიარდი ევრო შეადგინოს.