მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გადამდებია თუ არა კორონავირუსი ნივთების ზედაპირიდან - ენტონი ფაუჩის განმარტება

შეზრუდვები ოკუპირებულ აგხაზეთში
1612647291
COVID-19

ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განმარტავს, გადაედება თუ არა ადამიანს კორონავირუსი ნივთების ზედაპირიდან.

მისი თქმით, კორონავირუსის გადადება ზედაპირიდანაც შესაძლებელია, თუმცა, ძირითადად ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა:

„კორონავირუსის ნივთების ზედაპირიდან გადადება თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ, ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია - ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა და ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოუვლინდება“, - განმარტა ფაუჩიმ.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.