მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

გავრცელებული ინფორმაცია, რომ სწრაფი და პისიარ ტესტები ფასიანი გახდა, სიცრუეა

სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარება საკმარისი იქნება
1631445208
COVID-19

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სწრაფი და პისიარ ტესტები ფასიანი გახდა, სიცრუეა.

აღნიშნული ინფორმაცია სამედიცინო გვერდმა „ფეისბუკში“ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის სწრაფი და პისიარ ტესტი ყველასთვის ფასიანი გახდა, მათ შორის კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც.

აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად საინფორმაციო სააგენტო PIA.GE დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

საკითხი, ასევე, გადავამოწმეთ ერთ-ერთ კლინიკაშიც, სადაც კოვიდ ტესტები ტარდება და დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სწრაფი ტესტი და ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, პისიარ ტესტი უფასოა.