მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანია 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას 2022 წელს დაიწყებს

აცრა
1632218326
COVID-19

გერმანიაში ბავშვთა ვაქცინაცია სავარაუდოდ 2022 წლის პირველი კვარტალიდან დაიწყება, მაგრამ ოფიციალურ რეკომენდაციას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავარაუდოდ 2022 წლის პირველი კვარტალიდან იქნება შესაძლებელი.

„ვვარაუდობ, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაციის დამტკიცებას 2022 წლისათვის. ასე ჩვენ შეგვიძლია უკეთ დავიცვათ ახალგაზრდები“- განაცხადა მან.

იენს შპანმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის დაწყებისათვის კომიტეტის რეკომენდაციას ელოდებიან.

BioNTech–მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომდევნო კვირებში კომპანია მიმართავს 5-დან 11- წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ნებართვის დამტკიცებას.

თუმცა, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) და სამედიცინო მარეგულირებელმა ორგანომ, განაცხადეს, რომ ნებართვის გაცემის კონკრეტული ვადები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.