მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 60% სრულად არის ვაქცინირებული

გერმანია
1630235442
COVID-19

გერმანია გეგმავს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას იმ ადამიანებისათვის, ვინც COVID 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი, რადგან ქვეყანას პანდემიის მეოთხე ტალღა ემუქრება. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის მთავრობა დახურულ სივრცეებში, როგორიცაა საავადმყოფო, სამშობიარო, სპორტული დაწესებულებები და სოციალური ღონისძიებები, მოითხოვს ვაქცინაციის დამადასტურებელ კოვიდ - ბარათის, ტესტის უარყოფითი პასუხის ანდა ვირუსისაგან გამოჯანმრთელების მოწმობის წარდგენას.

„არასწორი იქნება ყველასათვის ერთობლივად პასუხისმგებლობის დაკისრება, ამიტომ იქნება განსხვავებული წესები არავაქცინირებულთათვის, აცრილებისაგან განსხვავებით“, - აღნიშნულ ინიციატივას ჯანდაცვის მინისტრი მხარს უჭერს.

29 აგვისტოს გერმანიაში კოვიდ ინფიცირებულთა 8,416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი დაღუპა. შემთხვევების საერთო რაოდენობამ 3.9 მილიონზე მეტს მიაღწია, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 92,130 -მდეა. მოსახლეობის დაახლოებით 60% სრულად არის აცრილი.

ვაქცინაციისთვის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან შეწყვეტს უფასო ტესტების შეთავაზებას, გარდა იმ პირებისა, ვისთვისაც არ არის რეკომენდებული ვაქცინაცია, მაგალითად, ბავშვებისა და ორსულებისთვის.