მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება“- თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე
1624032318
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ეპიდსიტუაცია სწორედ ამას უჩვენებს.

„ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ყველა გზა აქეთ მიდის. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მინიმალური ვადით.

სავარაუდოდ ისიც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს“ – განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა მეოთხე ტალღის შესახებაც და აღნიშნა, რომ მეოთხე ტალღა შესაძლოა იყოს, მაგრამ ის იქნება გაცილებით რბილი.

„სექტემბრისთვის გაცილებით მეტი ადამიანი იქნება საქართველოში ვაქცინირებული, ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და გაცილებით მეტი კოვიდ გადატანილი გვეყოლება. ანუ გაცილებით დიდი იქნება ის ფენა, რომელთაც აქვთ იმუნიტეტი.

მთლიანად ავიცილებთ თუ არა თავიდან მეოთხე ტალღას, ეს დამოკიდებულია ჩვენზე. თუ ზაფხულში გავუძლებთ და არ შევამცირებთ პირბადეების გამოყენებას, პირბადეების მასობრივი ხმარება იქნება, დიდი ალბათობით, მეოთხე ტალღა არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ის არ იქნება შესამჩნევი. ხოლო ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული.

დარჩება ერთეული შემთხვევები, ერთეულ შემთხვევებს ვერ აღმოვფხვრით, რომელსაც კლინიკური სექტორი ისე იოლად გაუმკლავდება, რომ არ მოახდენს გავლენას ადამიანების ნორმალურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 657 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 357591 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5131 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 343377 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,35%, ბოლო 14 დღის - 2,47%, ბოლო 7 დღის - 2,5%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅ესტონეთი საქართველოს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს

✅COVID 19-ის ვაქცინა სპერმას არ აზიანებს - CNN

✅„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“ - ეკატერინე ტიკარაძე