მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ფხაკაძე: მესამე ტალღა აპრილში უნდა დაიწყოს 

ჯანდაცვის ექსპერტი
1610218289
COVID-19

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. 

მისი თქმით, მესამე ტალღა აპრილში დაიწყება და ამას მსოფლიო ელოდება.

„მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ, ისევე, როგორც ჩვენ მოგვივიდა მეორე ტალღის შემთხვევაში, როცა ველოდებოდით ნოემბერში და მივიღეთ სექტემბერში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ მესამე ტალღა აპრილში იყოს და იქამდე კარგად მოვემზადოთ, მივიღებთ უფრო ადრე. ეს გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე - პირბადის ხელმისაწვდომობა. ყველა ამბობს, პირბადეო, კი ბატონო, მაგრამ თუ ის ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, ადამიანმა როგორ იყიდოს ის პირბადე, სუბსიდირება გააკეთონ, რომ პირბადე იყოს 5 თეთრი, ეს არის ერთადერთი წამალი, ვაქცინა, რომელიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგოდ“,- აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢იმნაძე: ახალი პრეპარატი ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება

💢ცერცვაძე: პიკმა გადაიარა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ შემცირდა