მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 სტუდენტი შეიყვანეს

ინფექციურის ცენტრი
1592896007
COVID-19

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს. ისინი სომხეთში სასწავლებლად იყვნენ და კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 2 ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ერთ მათგანთან დადასტურებული გვაქვს მსუბუქი პნევმონია, ხოლო 1 პნევმონიის გარეშეა. ზოგადად, კლინიკაში 24 პაციენტის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 1-ის ინფიცირების წყაროს კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. ქვეყანაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 911 შემთხვევაა გამოვლენილი.