მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისტორიულად ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობაა“ - მეუფე დიმიტრი

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი
1620639033
COVID-19

„მეტი ფიქრის დრო თავისთავად აღარ არის, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა“, - ამის შესახებ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა აცრის ჩატარების შემდეგ მედიას განუცხადა.

„მოგეხსენებათ სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით, ნებაყოფლობითია ვაქცინაცია. როდესაც ყოველდღიურად განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას: მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების.

როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დამარცხების. როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას უცნაური სიკვდილისგან და სიკვდილშემოსული წყურვილებისგან, მეტი ფიქრის დრო თავისთავად აღარ არის და ეს ამითაც იყო გამოწვეული.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მთელ სამედიცინო პერსონალს უღრმეს მადლობას ვუხდი იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს“, - აცხადებს მეუფე დიმიტრი.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი პირველი მეუფეა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

ამავე თემაზე:

🔴 ჯანმომ „სინოფარმი“ დაამტკიცა

🔴 „ეკლესია კოვიდ საწინააღმდეგო კამპანიაში, რა თქმა უნდა საკმარისად ჩართული არ არის“ - მამა გიორგი ჩაჩავა

🔴 „არ შეიძლება მეცნიერებასა და პროგრესს ებრძოდეს ადამიანი“ - კიდევ ერთი მღვდელი აიცრა