ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესაძლოა სახელმწიფომ სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელ სტუდენტსებს სთხოვოს.
ამასთან მინისტრმა საზოგადოებას პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დაუდევრობის გამო სტუდენტებს არ უნდა შეექმნათ რთულ ვითარებაში მუშაობის საჭიროება.
"შესაძლოა დახმარება ვთხოვოთ ჩვენს რეზიდნტებს, ჩვენს მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს. ამაზე ხშირად არის საუბარი იქნებიან თუ არა ისინი მოხალისეები, მაგარმ მე ვეკითხები მათ მშობლებს უნდათ თუ არა რომ მათი შვილები ამ კრიტიკულ ვითარებაში იყვნენ მოხალსები? რა თქმა უნდა როცა იღებ გადაწტყბეტილებას რომ გახდე ექიმი თავიდანვე გაქვს ადამიანის გადარჩენის სურვილი. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ახალგაზრდები ამას გააკეთებენ დაგამოხატავენ ამ სურვილს მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლოს საზოგადოებამ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი ფაქტი 26 თებერვალს გამოვლინდა, დღემდე ინფექციის 296 შემთხვევაა დაფქსირებული, აქედან დაღუპულია 3 პირი, ხოლო გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი.