მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმოს მეცნიერ-მრჩეველთა ახალი გუნდი კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის

ტედროს ადანომ გებრეიესუსი
1634158252
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 26 ექსპერტისგან დაკომპლექტებულ ახალ მეცნიერ - მრჩეველთა გუნდს ქმნის, რომელიც კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის. მათ შორის იქნება რამდენიმე მეცნიერიც, ვინც ჩინეთის მისიაში იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

„იმის გაგება, თუ საიდან მოდის ახალი პათოგენები, აუცილებელია მომავალში ეპიდემიების პრევენციისთვის და მოითხოვს ფართო სპექტრის შესწავლას. ჩვენ კმაყოფილი ვართ მსოფლიოს მასშტაბით შერჩეული ექსპერტების შემადგენლობით “, – ნათქვამია ორგანიზაციის პრეზიდენტის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განცხადება გასულ აგვისტოში გამოაქვეყნა, რომ ის ეძებდა უდიდეს მეცნიერებს, რათა აქტიური სამუშაო კვლევა ეწარმოებინათ ახალი საშიში პათოგენების შესწავლისათვის.