მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერჯერობით სიკვდილიანობის შემთხვევების კლება მოსალოდნელი ვერ იქნება“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
1629973809
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო ლეტალური შემთხვევების კლება მოსალოდნელი არ არის.

ის აღნიშნავს, რომ პაციენტების დასახმარებლად ჯანდაცვის სფერო მაქსიმალური მობილიზაციით მუშაობს.

„დღეს ახალი ინფიცირების შემთხვევები შედარებით დაბალი იყო, 4 000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის გარკვეულწილად სტაბილიზაციის ნიშანი. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრევენციული ზომების დაცვა და ვაქცინაციაც. ეს დონე რომ შენარჩუნდება, ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებლის კლება იქნება ძალიან ნელი, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის გავრცელება გრძელდება.

გუშინ 26 ათასი იყო ვაქცინაცია, რაც ძალიან ცოტაა ამ პირობებში. რაც შეეხება გარდაცვალებას, როგორც ვიცით, გარდაცვალება შემთხვევების მატებას მოჰყვება მოგვიანებით, ან 2-კვირიანი ინტერვალით. მაქსიმალური მობილიზაციით მუშაობს კლინიკური სექტორი.

„ჯერჯერობით სიკვდილიანობის შემთხვევების კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, რადგან თუ შევხედავთ 2 კვირის წინ დადასტურებული შემთხვევები რაოდენობას, პროგნოზულად აქედან 1,3 % არის მოსალოდნელი, მედიცინამ ჯერჯერობით მეტი შესაძლებლობა ვერ მოძებნა, რომ ამის იქით სიკვდილიანობა შემცირდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 79 ადამიანი, ხოლო 5 611 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 532 171-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 7 028 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 468 917 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,46%, ბოლო 14 დღის - 10,77%, ბოლო 7 დღის - 10,51%