მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონცერტების და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება

კონცერტი
1633421978
COVID-19

„კონცერტების და ფესტივალების გამართვა და მაყურებლის დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი“,- ამის შესახებ ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, იხსნება კონცერტების და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, სიახლე იქნება, ის, რომ კვების ობიექტების მუშაობა 6 ოქტომბრიდან 1 საათით გახანგრძლივდება და და ისინი 22 საათის ნაცვლად მუშაობას 23 საათამდე შეძლებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ექნებათ

👉საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასწრებას მაყურებლების 33% კოვიდპასპორტით შეძლებს