მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის ახალი შტამი „მიუ“ სერიოზულად უნდა აღვიქვათ“- ენტონი ფაუჩი

ენტონი ფაუჩი
1630932154
COVID-19

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი „მიუ“ არ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა ის სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ინფორმაციას CBS NEWS-ი ავრცელებს.

„კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის, ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ.

საბოლოო დასკვნისთვის „მიუ“ ვარიანტის მუტაციებზე, საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა COVID 19-ის ყველა ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული. ამ ვარიანტზე შეერთებულ შტატებში აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კოვიდ 19-ით 221 მლნ-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა (221,558,991) დაფიქსირებული.

6 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსს 4,581,993 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 198 მილიონზე მეტია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზამ შეიძლება უზრუნველყოს სრული დაცვა“ - ენტონი ფაუჩი

✅ექსპერტები შეშფოთებულნი არიან მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის ტემპით

✅მიუ - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც ჯანმო იკვლევს