მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის დადასტურებიდან 30-ე დღეს უკვე შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება“ - სოფო ჯაფარიძე (ვიდეო)

სოფო ჯაფარიძე
1630265963
COVID-19

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვაქცინაციის წინ ანტისხეულის კონტროლს და ზოგადად, ანალიზის გაკეთებას. თუ ანტისხეულის მაღალი მაჩვენებელი გაქვს, მაინც უნდა გაიკეთოთ აცრა“, - აღნიშნულის შესახებ „მედგიდის“ დამფუძნებელმა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

რაც შეეხება იმ პაციენტებს, ვინც კოვიდი გადაიტანეს, სოფო ჯაფარიძის თქმით, 30 დღის გასვლის შემდეგ უკვე შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან.

„ჩვენს ქვეყანაში მივაღწიეთ იმას, რომ დადასტურებიდან 30-ე დღეს უკვე შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება, რადგან ამ 30 დღის განმავლობაში კოვიდის ფაზიდან უკვე გასულია პაციენტი.

ის, რომ გადატანილი გვაქვს ვირუსი, ეს ვერ დაგვიცავს რეინფიცირებისაგან, მიტომ აქტიურად უნდა აიცრას საზოგადოება. ვიცით, რომ ქვეყანაში დომინირებს დელტა ვარიანტი და ძალიან გადამდებია და დეფიციტი გვაქვს წამლების“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა კორონავირუსის ტესტების სანდოობის შესახებაც და აღნიშნა, რომ შესაძლებელია, სწრაფმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენოს, როცა ადამიანი კოვიდდადებითია.

სოფო ჯაფარიძის თქმით, სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასაწყებად მზაობა დღეს არ არის:

„თუმცა PCR ტესტის ცდომილება არის ძალიან მინიმალური და გაცილებით უფრო მცირე, ვიდრე ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად დომინირებს.

ჩვენთან კოვიდინფიცირების რეალური სურათი ეს არ არის. კვირის განმავლობაში ტარდება ხოლმე ძალიან ცოტა ტესტირება ჩვენი პოპულაციის მიხედვით, ქვეყანაში არ გვაქვს მასობრივი ტესტირება.

რაც შეეხება სასწავლო წლის დაწყებას, ჩემი აზრით, ამის მზაობა დღეს არ არის, იმიტომ, რომ დღეს ორჯერადად ვაქცინირებული მოსახლეობის 13% გვყავს, მინიმუმ 60% უნდა იყოს აცრილი და ეს მაჩვენებელიც ძალიან ცოტაა, აქედან გამომდინარე, დელტა ვარიანტის დომინირების გამო ამის სწავლის დაწყების ფუფუნება არ გვაქვს, ბავშვები საკმაოდ მოწყვლადი ჯგუფია. მე მივესალმები 12 წლიდან ბავშვების ვაქცინაციას, თუმცა ვემიჯნები ვაქცინაციის სავალდებულოობას“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.