მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის პანდემია შეიძლება ერთ წელიწადში დასრულდეს - „მოდერნას“დირექტორი

კორონავირუსის პანდემია შეიძლება ერთ წელიწადში დასრულდეს
1632396956
COVID-19

„მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემია შეიძლება ერთ წელიწადში დასრულდეს.

„თუ გადავხედავთ ინდუსტრიის მასშტაბით წარმოების შესაძლებლობების გაფართოებას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მომავალი წლის შუა რიცხვებში უნდა იყოს საკმარისი დოზები ხელმისაწვდომი, რათა ყველას შეეძლოს აცრა“, - განაცხადა ტეფან ბანსელიმ.

მისი თქმით, ვაქცინაცია მალე ჩვილებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

„ისინი, ვინც არ აიცრებიან, იმუნიზაციას ბუნებრივი გზით მიიღებენ. ამ გზით ჩვენ აღმოვჩნდებით გრიპის მსგავს სიტუაციაში. შეგიძლიათ აიცრათ და კარგი ზამთარი გქონდეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, შეიძლება ავად გახდეთ და საავადმყოფოშიც მოხვდეთ“, - აღნიშნა „მოდერნას“ დირექტორმა.

კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს მსოფლიოს ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას მომავალი წლის მეორე ნახევარში, სტეფან ბანსელმა უპასუხა:

„დღევანდელი მდგომარეობით, ვვარაუდობ, რომ ეს ერთ წელიწადში მოხდება“.

მისი თქმით, Moderna-ს შეუძლია გამოიყენოს არსებული წარმოების ხაზები გამაძლიერებელი დოზების შესაქმნელად ახალი ვარიანტებისათვის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის დასრულდება“

👉 „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზამ შეიძლება უზრუნველყოს სრული დაცვა“