მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდის შემდეგ უძილობა - დაავადების ფსიქოლოგიური შედეგები

უძილობა კორონავირუსის შემდეგ
1635253961
COVID-19

უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგაც, პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითი შედეგები აღენიშნებათ. ესენია დაღლილობა, თავის ტკივილი, გემოს და ყნოსვის უქონლობა, ჰაერის უკმარისობა, დეპრესია, თავბრუს ხვევა, შფოთვა და უძილობა. სწორედ უძილობაზე ამახვილებენ სპეციალისტები ყურადღებას, რადგანაც ამ პრობლემას სხვა, დამატებითი პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ. ამის შესახებ sleepcycle.com იუწყება.

კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდის შემდეგ უძილობა პაციენტების 5%-ს დაუფიქსირდა. რაც შეეხება იმათ, ვისაც მკურნალობის დროს ინტენსიური თერაპია დასჭირდათ, ეს მაჩვენებელი 7,5%-ს შეადგენს. თავის მხრივ, ენცეფალიტის მქონე პაციენტებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 10%-ს აღწევს. ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.

კოვიდის შემდეგ უძილობა

კვლევები კოვიდის შემდეგ უძილობის პრობლემის მოსაგვარებლად სწორი ღონისძიებების გატარებისთვის ხორციელდება. ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა კოვიდის შემდეგ უძილობა „ჩვეულებრივი უძილობა“, ანუ საქმე ფსიქოლოგიურ გართულებებშია, თუ კოვიდთან დაკავშირებული უძილობის მიზეზები სხვა რამეშია.

კოვიდის შემდეგ უძილობის ძირითადი სიმპტომები იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს ეშინიათ დაძინების, რადგანაც სუნთქვა უჭირთ. ეს დიდი ხნის განმავლობში ნარჩუნდება. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც კოვიდგადატანილ პაციენტს სუნთქვა არ უჭირს, მაგრამ ძილის მაინც ეშინია, რადგანაც შიშობს, რომ დაძინების შემდეგ ვეღარ ისუნთქებს.

კოვიდგადატანილი ადამიანების კიდევ ერთი სიმპტომია - ზედმეტი ძილი. ამ ადამიანებს მუდმივი სისუსტე და ძილიანობა ახასიათებს. ამ ადამიანებს ძილის აუცილებლობა დღის განმავლობაში მოულოდნელად უჩნდებათ, რაც მათ შრომისუნარიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ დროისთვის მეცნიერებს უჭირთ ზუსტად დადგენა, თუ როგორ მოქმედებს ზედმეტი ძილი ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში. პრობლემები ძირითადად იმ პაციენტებს დაუდგინდათ, რომლებიც Long COVID-ით, ანუ ხანგრძლივი კორონავირუსით იყვნენ დაავადებულები.

კოვიდის შემდეგ უძილობის მიზეზების და ადამიანის ორგანიზმზე მისი ზემოქმედების შესასწავლად მეცნიერებს შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეთ. ჯერჯერობით ექსპერტების მთავარი რეკომენდაციაა კვების და ძილის სწორი რეჟიმის დაცვა.

მეცნიერები ამბობენ - ძილი დაავადების სიმპტომიც არის და გამოჯანმრთელების საშუალებაც. შესაბამისად, პაციენტისთვის ჯანსაღი ძილის დაბრუნება სწორედ ამ ორ ცნებას შორის ბალანსის დაცვას უკავშირდება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ვაქცინაცია ეს არ არის ვერცხლის ტყვია, ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია,“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი

როგორ შევარჩიოთ პირბადე, რომელსაც ყოველ დღე ვატარებთ?

დელტა პლუს შტამი შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს - BBC