მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლადო კახაძე: საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა

ლადო კახაძე საპარლამენტო უმრავლესობა
1618305389
COVID-19

„ბრძოლა გადარჩენისათვის გრძელდება“,- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას.

როგორც ლადო კახაძე განმარტავს, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება და მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ის ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეკომენდაციებისა, საზოგადოება აგრძელებს მასობრივ თავშეყრას და, კანონის გვერდის ავლით, ტარდება ბევრი სარიტუალო თუ სოციალური ღონისძიება.

„მტერი ჰყავს დედამიწას დაუძინებელი. წელიწად-ნახევარი გავიდა და ჩვენი მეოხებით აღწევს ეს მტერი წარმატებას. არათუ მრავლდება, არამედ ფორმასაც იცვლის, ინგლისური შტაბი, ბრიტანული შტამი... ჯერადი მატება გვაქვს - 1374. ეს არ არის რამდენიმე ციფრით მატება, 3,66%-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4 არის უკვე კრიტიკული ზღვარი. ეს გვაიძულებს ჩვენ, რომ იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომლებიც არავის მოსწონს.

კატასტროფულად, დაფარულ პირობებში ტარდება სარიტუალო თუ სხვა სახის ღონისძიებები, კანონის საწინააღმდეგოდ. ძალიან გთხოვთ, გავისიგრძეგანოთ შეზღუდვები და ის, რომ, ამის გარეშე, ვირუსი მის სასარგებლოდ გადახრის პინას“,- აცხადებს ის.

დეპუტატი ყურადღებას ვაქცინაციაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების წინაშე ორი არჩევანია - ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა, ან უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღება. მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ ვაქცინაცია გახდეს მასობრივი და შესაძლებელი იყოს პანდემიის დასრულება, სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალური მზაობა.

„ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა. ჯერ ექიმები და პაციენტები ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენას აპირებენ, ბევრია ანტივაქსერიც. ორი არჩევანია, ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი, მომავალში პოსტკოვიდური აზროვნება და კოვიდის გამარჯვებაზე ზეიმი, ან დაყოლა იმ შინაგანი უნდობლობის ფაქტორზე, რომელიც 1,3 %-ია და მერე გაბუქებული, 35-40%-მდე ადის. ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია, ხელისუფლება და საკანონმდებლო სივრცე ყველაფერს აკეთებს, ამისათვის ყველანაირი ნიადაგი და პლატფორმა მზადაა და თქვენი აქტიურობაა საჭირო.

კატასტროფულად დაიწია პირბადის ტარების მაჩვენებელმა, ამ ინიციატივის უარყოფა უარყოფითად აისახება ჩვენს აქტიურობაზე - მერე იქნება ჩივილი, ამას ვკეტავთ, აქ აქტიურობა უნდა შეიზღუდოს... ბრძოლა გადარჩენისათვის გრძელდება“,- აცხადებს ლადო კახაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე იხილეთ:

📌საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა