მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლეტალობა ჯერ კიდევ მაღალი დარჩება“ - ქეთი ბურდული

ქეთი ბურდული
1629542599
COVID-19

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ქეთი ბურდული სატელევიზიო ეთერში, საველე ჰოსპიტალსა და სამედიცინო პერსონალის დეფიციტზე საუბრობს. მისი თქმით, სამედიცინო სექტორს უჭირს.

„ჟანგბადით მომარაგება და პერსონალის აღჭურვა, ასეთი მარტივი საკითხები ნამდვილად არის საველე ჰოსპიტალში ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა. ყველაზე მეტად, რაც დღეს სამედიცინო სექტორს უჭირს, არის კადრების დეფიციტი. როგორც ექიმების, ისე ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის.

ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი იყო 6 000 ფარგლებში, შესაბამისად პროცენტულად ლეტალობა ჯერ კიდევ დარჩება მაღალი, ამას თან ერთვის ის, რომ ეს ახალი შტამი ძალიან აგრესიულობით გამოირჩევა ორსულებში და ახალგაზრდებში. მსხვერპლის სპექტრი არის უფრო ფართო“, - აცხადებს ქეთი ბურდული.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“

👉 „ომია ქვეყანაში, ომში ვართ ამ ვირუსთან“