მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ბუწაშვილი: კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულ ადამიანებს, სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია აქვთ

ექიმი ინფექციონისტი
1609859914
COVID-19

კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე ჩვეულებრივ აქამდე ცნობილ კორონავირუსის შემთხვევაში.

„ეს ქმნის სწორედ იმ ფაქტორს, რომ ის უფრო სწრაფად გადაეცემა. თავიდან ითქვა თითქოს რომ ოც წლამდე ასაკის ადამიანებს უფრო მეტად აინფიცირებდა, თუმცა ეს არ დადასტურდა. იმიტომ რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფს თანაბარი წარმატებით აინფიცირებს.

თუ მართლაც ასეთი სისწრაფით გავრცელდა და ვერ მოხდა მისი ლოკალიზაცია, შესაძლებელია კვლავ დაიწყოს ისევ შემთხვევების სწრაფი აღმავლობა და ისევ დავდგეთ იმ კრიზისის წინაშე რომ გადაიტვირთოს საავადმყოფოები. ხოლო ვისაც დახმარება დასჭირდება ვერ შეძლებს კლინიკებში მოხვედრას.“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა

ინფორმაციისთვის კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული.

ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

იხილეთ აგრეთვე:

💠ვაქცინირებული ადამიანი იქნება თუ არა დაცული კორონავირუსის ახალი შტამისგან - ცერცვაძის განმარტება

💠„კორონავირუსის ახალი შტამით 19 წლამდე პირები და ბავშვები ინფიცირდებიან“ - ზაზა წერეთელი