მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეხუთე ტალღა იქნება კატასტროფული და მართლა არ გაგვწყვიტოს“ - გიორგი ჩალაძე

„მეხუთე ტალღა იქნება კატასტროფული და მართლა არ გაგვწყვიტოს“
1628073610
COVID-19

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ სატელევიზიო ეთერში, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეხუთე ტალღა კატასტროფული იქნება.

„ახლა ჩვენ ისეთი კატასტროფის წინაშე ვდგავართ, რომ მას ვეღარ გავაჩერებთ. მეხუთე ტალღას მივიღებთ შემოდგომაზე. მეხუთე ტალღა იქნება კატასტროფული და მართლა არ გაგვწყვიტოს ფრთხილად უნდა ვიყოთ.

გამოსავალი არის შემდეგი: პირველი, გავიკეთოთ ვაქცინა, მეორე - აუცილებლად ვატაროთ პირბადე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ცხოვრებას და მესამე, ჩვენ თვითონ, შევძლოთ და ერთმანეთს მოუაროთ.

სახელმწიფოს ჟანგბადის ქარხნების მობილიზება უნდა გააკეთებინა ადრე საავადმყოფოებში. უნდა ყოფილიყო საკმარისი რაოდენობა წამლების, მედიკამენტების, კლინიკებში, რომელიც კოვიდის დროს საჭიროა. მესამე, აცრილიყო ადამიანების პრიორიტეტული კატეგორიები, რათა მათი სიცოცხლე გადარჩენილიყო. ღიად და გამჭვირვალედ უნდა ესაუბრა მოსახლეობასთან მთავრობას, რათა ვაქცინაციის პრობლემა არ შექმნილიყო“ - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 სრულად აცრილებს კორონავირუსით ინფიცირების სამჯერ ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე აუცრელებს

👉 „ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მაშინ, როცა ქვეყანა ტურისტული სეზონით ტკბება“

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“