მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მკაცრი თანმიმდევრული ნაბიჯები მოგვცემს ვითარების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ეს გზა მთელმა სამყარომ გაიარა“ - ვახტანგ კალოიანი

ვახტანგ კალოიანი
1627822020
COVID-19

„ჩვენ გვაქვს მოცემულობა, მნიშვნელოვნად დაგვიანებული ვაქცინაცია, სწრაფი ინფიცირების მატება და ქვეყანა თითქმის ყველა დასავლური ქვეყნისათვის უკვე წითელ ზონაშია, გვაქვს საკმაოდ მაღალი სიკვდილიანობა - რაც ტრაგიკულია და სამწუხაროდ არის ზრდის ტენდენცია“, - აღნიშნულის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ პანდემიის მართვა მოითხოვს პოლიტიკურ პასუხისმგებლობიან, ზოგჯერ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს, ვახტანგ კალოიანის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც არავინ იღებს ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობას ამაზე.

„მკაცრი თანმიმდევრული ნაბიჯები მოგვცემს ვითარების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ეს გზა ნათელია, ეს გზა მთელმა სამყარომ გაიარა, ჩვენ ვხედავთ დასავლურ სამყაროში, ვაქცინირებულ ქვეყნებში, თავისუფალ ქვეყნებში არის ინფიცირების რისკი, მაგრამ ფაქტობრივად, არ არის გარდაცვალება. გერმანიაში გუშინ 1 გარდაცვალება იყო და ჰოსპიტალიზაციაა ათეულობით.

დრამატულად განსხვავებული შედეგია, კიდევ ერთხელ სწრაფი ვაქცინაცია, ბევრი ტესტი, დროული იზოლაცია და მხარდაჭერა ამაში - ეს არის გამოსავალი, რათა ჩვენ მინიმალური დარტყმით გადავიაროთ ძალიან მძიმე მოსალოდნელი შემოდგომა“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴„ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე, ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს“ - თენგიზ ცერცვაძე

🔴ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 13 792 ადამიანი აიცრა

🔴„კორონავირუსის უფრო მეტი შტამი გაჩნდება, რადგან ვირუსი მუტაციას განაგრძობს“ - ჯანმოს დირექტორი