მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსოფლიოში ვაქცინების სერიოზული დეფიციტია“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი 2020
1611912423
COVID-19

„მთელ მსოფლიოში ვაქცინების სერიოზული დეფიციტია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

გამყრელიძის თქმით, მსოფლიო მასშტაბით ამ დროისთვის აცრილია 82 მლნ ადამიანი.

მისივე თქმით, საშუალო და დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ვაქცინის მიწოდება გვიანდება.

„56 ქვეყანაში 82 მლნ ადამიანია აცრილი გლობალურად. ეს არის ძირითადად მდიდარი ქვეყნები. აქედან ყველაზე დიდი მაჩვენებლი აქვს შტატებს, 25 მლნ ადამიანი ჰყავს აცრილი. ევროკავშირს მხოლოდ 10 მლნ.

სიახლე გახლავთ ის, რომ დიდ ბრიტანეთში ახალი ვაქცინის კვლევა დამთავრდა. „ნოვავაქსი“ ამერიკული კომპანიაა, რომელსაც ასევე ინოვაციური ვაქცინა აქვს და იწარმოება აშშ-ში. სხვა ვაქცინებთან ერთად თანდათან კიდევ ერთი ვაქცინა დაინერგება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში ვაქცინების სერიოზული დეფიციტია. ერთ-ერთი მთავარი, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტზე განიხილებოდა, ეს იყო ვაქცინის მოწოდება, სადაც ითქვა, რომ არასამართლიანობაა მის მიწოდებაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა შევინარჩუნოთ“ - გამყრელიძე

✔️ Covid 19-ის ახალმა ვაქცინამ „ნოვავაქსმა“ 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა