მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NCDC: საქართველოში კოვიდვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები 27 ადამიანს განუვითარდა

ბრიფინგი NCDC
1617279767
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი მოვლენები 27 ადამიანს განუვითარდა, მათგან 4-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა. 

მისი თქმით, ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების განვითარების გამო ჰოსპიტალიზირებული 4 პირიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

„კოვიდვაქცინებზე გვერდითი მოვლენები პირველი ორი დღის განმავლობაში უფრო ხშირია, ვიდრე იმ კალენდარულ ვაქცინებზე, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ბავშვთა ასაკში და სხვადასხვა ვაქცინაზე მერყეობს დაახლოებით 5-დან 50-60 პროცენტის ფარგლებში.

ესენია ტემპერატურის მომატება 38,5-მდე ან მეტი, კუნთები, სახსრებისა და თავის ტკივილი, დაღლილობა, ადგილობრივი სიწითლე, ჰიპერემია და ტკივილი ვაქცინაციის ადგილზე და არის კიდევ სხვა მოვლენები, რომელიც აღირიცხება ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების სპეციალურ შეტყობინებებში“, - განაცხადა NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.