მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კარანტინის წესზე მსჯელობა მიმდინარეობს

თამარ გაბუნია
1618309745
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის კარანტინის წესზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს.

თამარ გაბუნიას თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები მტკივნეული საკითხია.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები პანდემიის პირველი დღიდან ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მტკივნეული საკითხი იყო და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ იყო მსჯელობა და ის მექანიზმები რაც დადგინდა, დადგინდა ეპიდემიური მიზნებიდან გამომდინარე, რომ რისკები იმ მოსახლეობას, რომელსაც შესაძლოა ჰქონოდა პირველი და უშუალო კონტაქტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებთან, რომლებიც იმ რეგიონში იმყოფებოდნენ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეშ, არ ყოფილიყო გავრცელებადი.

კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება, თუმცა ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი როდესაც საგანგებო სამსახურის მართვის აქტიური ძალისხმევის შედეგად ბევრმა პაციენტმა მიიღო სწრაფი და მაღალი ხარისხის დახმარება როგორც სამეგრელოს რეგიონში არსებული დაწესებულებებიდან, ასევე საკარანტინე სივრცეებში, თბილისში და სხვა რეგიონებში.

აქედან გამომდინარე კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მექანიზმი, რომელიც დამუშავდება გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ ეს იქნება მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებს ეპიდემიური რისკების ზრდას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი კვლავაც აქტუალური რჩება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, გაბუნიამ საქართველოში ვირუსის გავრცელების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწყებულია კოვიდ 19-ის ფართო გავრცელება.

მისივე თქმით საუბარია კლასტერებზე, რომელთა იდენტიფიცირება ამ ეტაპზე შესაძლებელია.

„გავრცელება არის ფართო, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კლასტერებზე, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია და ასევე ვსაუბრობთ შემთხვევებზე, რომელიც რომელიმე კონკრეტულ კლასტერთან დაკავშირებული არ არის, რაც გახლავთ ერთ-ერთი ნიშანი იმისი, რომ ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება. ამდენად, რისკები ვირუსის შემდგომი გავრცელების რა თქმა უნდა მაღალია“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე თემაზე:

✔️ გიორგი ღიბრაძე: არის შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება მივიღოთ

✔️ 1374 ინფიცირება, 422 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში