მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

პაატა იმნაძე: მარნეულის შემთხვევაზე გამოკვლეულ 3 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 2020
1584954150
COVID-19

"მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე ჩაუტარდა კვლევა 3 მათგანს და სამივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონტაქტები უკვე დადგენილია და მიმდინარეობს მათი მდგომარეობის გამოკვლევა."

ახლო კონტაქტში მყოფი 90-მდე პირის ვინაობა დადგენილია, ისინი იმყოფებიან იზოლაციაში და მიმდინარეობს მათი გამოკვლევა",-აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც გუშინ PIA.GE-მ გაარკვია, მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. სწორედ ამ შემთხვევის შედეგად, მთავრობამ კორონავირუსის შიდა გავრცელების დაწყების შესახებ განაცხადა და მიიღო გადაწყვეტილება ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საკარანტინე ზონებად გამოცხადების შესახებ.