დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ვაქცინების გლობალური დეფიციტია, თუმცა გაზაფხულზე 4-5 ახალი ვაქცინა გამოჩნდება.
გამყრელიძის თქმით, დაახლოებით 4-5 ახალი დასახელების ვაქცინა, რომელიც ჯანმო-სა და ევროკავშირის ავტორიზაციას მიიღებს, მათმა რაოდენობებმა ბაზარი უნდა გააჯეროს.
„დიახ, დღეს ვაქცინების გლობალური დეფიციტია მსოფლიოში, მაგრამ პროგნოზები ასეთია, რომ დაახლოებით აპრილ-მაისსა და ივნისში ვაქცინების ბაზარზე უკვე გამოჩნდება რიგი, დაახლოებით 4-5 ახალი დასახელების ვაქცინა, რომელიც მიიღებს ჯანმო-სა და ევროკავშირის ავტორიზაციას, მათმა რაოდენობებმა წესით და რიგით უნდა გააჯეროს ბაზარი. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება წელს, თავისი დანაკარგით, დაახლოებით 3,9 მლნ დოზა. აქედან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 1 400 000-ზე. ეს გარკვეულად გარანტირებულია.
დამატებით ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რომ 2.5 მლნ დოზა მოვიპოვოთ. ამის პირველი ნაბიჯი მომავალ ორ კვირაში გაირკვევა ამ ე.წ. არაკოვაქსის მექანიზმის გზით ვაქცინების მოპოვებისა“, - განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამირან გამყრელიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ 170 თბილისი, 8 აჭარა - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში
✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა
✔️ 396 ინფიცირება, 469 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 114 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.