მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა გართულებებს იწვევს COVID-19 ბავშვებში? - მულტისისტემური ანთების სინდრომი

როგორ ვითარდება ვირუსი ბავშვებში?
1610653088
COVID-19

მულტისისტემური ანთების სინდრომი ასე უწოდებენ COVID 19-სგან გამოწვეულ გართულებებს ბავშვებში. ახალი სინდრომის შესახებ მსოფლიოში პირველი ცნობები 2020 წლის მარტში გამოჩნდა.

საქართველოში კი პირველი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გამოვლინდა. ვირუსის ნიშნებია:

🔘მაღალი სიცხე

🔘გამონაყარი

🔘თვალებისა და ენის სიწითლე

🔘დიარეა

🔘შეშუპება.

ამ და მსგავსი სიმპტომებით იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოსა და „ნიუჰოსპიტალში“ სამოცამდე პაციენტი მიიღეს. მოზარდებს სინდრომი COVID 19-ის გადატანიდან ოთხ კვირამდე პერიოდში გამოუვლინდათ.

დღემდე ახალი სინდრომის დიაგნოზი საქართველოში სამოც ბავშვს დაუსვეს. ექიმები ამბობენ, რომ ამ დროს მთავარია დროული ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი მკურნალობაა, რადგან გართულებულ შემთხვევაში სინდრომი სისხლძარღვების ანთებით პროცესს და გულის ფუნქციონირების დასუსტებას იწვევს.

იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს იმ სიმპტომებს, რაც ახლავს COVID 19-ს:

„ტემპერატურა, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, ტემპერატურა და ხველა, ტემპერატურა და კანზე გამონაყარი, რომელიც ძალიან ახასიათებს ამ დაავადებას. ამავდროულად ლორწოვანი სისტემის ჩართვა პროცესში, ფეხებისა და ხელების შეშუპება, ანუ ტემპერატურასთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს რომელიმე სხვა სისტემის ჩართვა, რომ ვიფიქროთ ამ დაავადების არსებობაზე. ტემპერატურა კი მინიმუმ 38 გრადუსი უნდა იყოს.

დაავადების მართვა საკმაოდ სპეციფიკურია, თუმცა არ მიეკუთვნება მართვისთვის რთული დაავადებების კატეგორიას“.

„ნიუ ჰოსპიტალის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ცაბაძის განმარტებით, გამოვლენა მოიცავს სხვადასხვა ორგანოების და სისტემების დაზიანებას, ხანგრძლივობა, დაახლოებით, არის 10 დღიდან 2 კვირამდე.

სინდრომის სამკურნალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტის „იმუნოგლობულინის“ ერთი ფლაკონის ღირებულება დღეს ბაზარზე 600 ლარამდეა, ვირუსის გამოვლენის რთულ შემთხვევებში სახელმწიფო ფარავს ხარჯს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️პაატა იმნაძე: ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება

✔️1 357 ინფიცირება, 748 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

✔️თენგიზ ცერცვაძე: რეგულაციები და მათ შესრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს