მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა მოლოდინი გაქვთ ამ კითხვაზე? ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“ - ტიკარაძე კოვიდინფიცირებით გარდაცვლილებზე

ჯანდაცვის მინისტრი
1628580587
COVID-19

„რა მოლოდინი გაქვთ ამ კითხვაზე? რას ნიშნავს პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ეს არის ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობა“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას კოვიდინფიცირებით გარდაცვლილ პირებზე.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პასუხისმგებლობას არავინ გაურბის.

„სულ მაინტერესებს რა მოლოდინი გაქვთ ამ კითხვაზე? რას ნიშნავს პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ეს არის ჩვენი, ყველას საერთო პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენცია ამ შემთხვევაში არის შემდეგი, რომ ერთის მხრივ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა გასცეს რეკომენდაციები და უნდა გვაჩვენოს ის მოსალოდნელი პროგნოზი, რომელიც კოვიდის გავრცელების შემთხვევაში შეიძლება იყოს.

ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჯანდაცვის სამინისტრო, თავად მინისტრი და აპარატი ასრულებს ამ მესიჯის გავრცელებას სხვა სსიპების დახმარებას სექტორზე, იმისთვის რომ შესაბამისად იყოს მობილიზებული. დღეს ეს პროცესი არის მართული, ვხედავთ, რომ არც სასწრაფო ბრიგადას არ დაუტოვებია არც ერთი ადამიანი ქუჩაში, ყველა გამოძახება არის პასუხგაცემული მართალია დაგვიანებებით, გამომდინარე იქიდან, რომ მათი გამოძახებები უკვე 50%-ზე მეტით არის გაზრდილი. ახლა სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობაში შეზღუდულები ვართ. ასევე, ჩართულია დამატებითი რგოლი ოჯახის ექიმების სახით, 520-ზე მეტი ოჯახის ექიმი მართავს ამ პროცესს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამავე თემაზე:

🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 23 744 ადამიანი აიცრა

🔴 პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა