COVID-19

რამდენად უსაფრთხოა ბავშვების ვაქცინაცია? - BBC

ბავშვის ვაქცინაციის
პროცესი Pia.ge
1631901932
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდში მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. დიდ ბრიტანეთში 12-15 წლის მოზარდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთჯერად დოზას სთავაზობენ, ხოლო 50 წლის ზემოთ ადამიანებს - ვაქცინის ბუსტერულ დოზას.

BBC აქვეყნებს მშობლების აქტუალურ კითხვებს, მოზარდების ვაქცინაციასთან და ბუსტერულ დოზებთან დაკავშირებით, რომლებსაც სპეციალისტები პასუხობენ:

1️⃣ რამდენადაც ვიცი, კოვიდვაქცინაციის შემთხვევაში მიოკარდიტის საფრთხე გაცილებით მაღალია, ვიდრე კორონავირუსით ინფიცირებისას ჰოსპიტალიზაციის რისკი. თუკი ასეა, რატომ უნდა ავცრა ჩემი შვილი ვაქცინით, რომელსაც საშინელი გვერდითი მოვლენები აქვს?

პასუხობს კიმ ბრისკო, ჯანდაცვის ექსპერტი:

მიოკარდიტი - ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა. სიმპტომები, რომლებიც იწვევს ტკივილს მკერდის არეში ან გახშირებულ გულისცემას, სწრაფად გადის. ყოველ მილიონ დოზაზე მხოლოდ 2-დან 17 მდე შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესად ბიჭებში, ვიდრე გოგოებში. ამ სიმპტომებით ჰოსპიტალიზაცია ძალიან ცოტას დასჭირდა.

თუმცა, მსგავსი სიმპტომები შესაძლოა კორონავირუსმაც გამოიწვიოს და საბოლოოდ, ზოგიერთი ბავშვში საკმაოდ ხანგრძლივად ტოვებს ამ გვერდით მოვლენას.

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის (JCVI) მონაცემებით, ერთი მილიონი ბავშვის ვაქცინაცია აგვარიდებს ჰოსპიტალიზაციის 87 და რეანიმაციულ 2 შემთხვევას.

თავად ვაქცინაცია პრაქტიკულად უსაფრთხოა და მოზარდების უმეტესობა ვაქცინაციის შემდგომ მხოლოდ ხელის მსუბუქ ტკივილს გრძნობს.

2️⃣ შეუშლის თუ არა ხელს ვაქცინაცია ჩემს შვილს განათლების მიღებაში?

პასუხობს ნიკ ტრიგლი, კორესპონდენტი ჯანდაცვის საკითხებში

არსებობს მიზეზი, რის გამოც გადაწყვეტილების მიღების პროცესი მტკივნეული იყო - ეს არის დაბალანსებული მიმართვა.

12-დან 15 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვები კოვიდინფიცირების დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. მოდელირების მიხედვით, ვაქცინაცია განათლების მიღებას ხელს არ უშლის.

დელტას ვარიანტის გამოჩენა ნიშნავს, რომ ვაქცინები ინფექციის თავიდან აცილების მიზნით უფრო ეფექტიანია, ვიდრე ოდესმე იყო.

3️⃣ როგორც თინეიჯერი გოგონების დედა, მაღელვებს ვაქცინების ხანგრძლივი მოქმედება მათ განაყოფიერებაზე. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მყავს რამდენიმე მეგობარი და ნათესავი, რომელთა შემთხვევაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ მენსტრუაციაზე უარყოფითად იმოქმედა. რა გავლენას ახდენს ვაქცინები რეპროდუქციულ სისტემაზე?

პასუხობს ფილიპა როკსბი, ჯანდაცვის რეპორტიორი

ზოგიერთი ქალი გვატყობინებს მენსტრუალური ციკლის ცვლილებების შესახებ, მაგალითად, ზოგს უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა აქვს ან მენსტრუაცია გარკვეული პერიოდით გაუჩერდა, რაზედაც ექსპერტებს ლოგიკური განმარტება აქვთ:

ვაქცინაციის შემდეგ ზიანდება იმუნური უჯრედები, ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს მუშაობას და ჩნდება ანთებითი რეაქცია, რამაც შესაძლოა, მენსტრუალურ ციკლში ცვლილებები გამოიწვიოს. ასეთივე ეფექტები შესაძლოა, ჰქონდეს გაციების ან პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს.

მაგრამ ექიმები ამბობენ, მსგავსი გვერდითი მოვლენები ხანგრძლივი არ არის და ეს ქალებმა არ უნდა განიცადონ.

სოციალურ ქსელში ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა ვაქცინაციასა და განაყოფიერებაზე, მაგრამ არ დაიჯეროთ არაფერი გარდა იმისა, რასაც გინეკოლოგები წერენ და ამბობენ. ყველა ექსპერტი ამბობს, რომ ვაქცინაცია განაყოფიერებას ხელს არ უშლის. სინამდვილეში, კორონავირუსით ინფიცირება უფრო მეტ პრობლემას იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც შემდგომ ნეგატიურად აისახება განაყოფიერებაზე.

ვაქცინების გამოყენება, ასევე, რეკომენდებულია ორსულობის დროს.

4️⃣რატომ არ გამოიყენება ასტრაზენეკას ვაქცინა გამაძლიერებლის (დამატებითი დოზის, ბუსტერის) სახით?

პასუხობს ფერგუს უოლში, სამედიცინო რედაქტორი

ასტრაზენეკას ვაქცინის ბუსტერული მიზნით გამოყენება უსაფრთხო და ეფექტიანია, მაგრამ ის რეკომენდებულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებზე ალერგიული რეაქცია აქვთ.

მესმის, ასტრაზენეკას ვაქცინა გამაძლიერებლის სახით იშვიათი გვერდითი ეფექტის - სისხლის შედედების გამო არ გამოიყენება. ამ მიზეზის გამო ასტრაზენეკით ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში შეზღუდულია.

ყველა ვაქცინა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოიყენება, კორონავირუსის მძიმე ფორმისგან დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ გაურკვეველი რჩება, რომელია ამ ვაქცინებიდან უფრო ხანგრძლივი დაცვის. ფაიზერი და მოდერნა უფრო კარგ შედეგებს აჩვენებს იმუნიზაციის პირველ კვირაში, მაგრამ მათი იმუნიტეტი უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე ასტრაზენეკით ვაქცინაციის შემთხვევაში.

ასე რომ, არასწორი იქნება, ასტრაზენეკას ვაქცინა ბუსტერული დოზით გამოსაყენებლად სრულად ჩამოვწეროთ. თუკი დამტკიცებულია, რომ ვაქცინა კარგად აძლიერებს იმუნიტეტს, მან შესაძლოა მუდმივი როლი შეასრულოს.

5️⃣ვარ 72 წლის კაცი და მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ერთდროულად რევაქცინაცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება?

დიახ, როდესაც რევაქცინაციის პროგრამის შესახებ გამოცხადდა, შოტლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის (JCVI) რჩევებს გაითვალისწინებდა და „ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, ადამიანებს ასაკის მიხედვით შესთავაზებს კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ერთდროულად“.

თუკი 50 წელს გადაცილებული ხართ, ერთ-ერთ ჯგუფს მიეკუთვნებით, რომლისთვისაც რეკომენდებულია კორონავირუსის ბუსტერული დოზის მიღება. სხვა ჯგუფების მიეკუთვნებიან ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების თანამშრომლები; 16-დან 49 წლის ჩათვლით ადამიანები; სხვადასხვა დაავადების მქონე და ხანდაზმულები, რომლებიც მოხუცთა თავშესაფრებში ცხოვრობენ. ეს უკანასკნელი ჯგუფი შოტლანდიაში ორივე ვაქცინით (კორონავირუსის და გრიპის საწინააღმდეგო) იცრებიან.

კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთდროულად გაკეთება დაშვებულია ინგლისშიც, თუმცა, გარკვეული შეზღუდვებით.

ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელსში, ასევე, იგეგმება ორივე ვაქცინის ერთდროულად ხელმისაწვდომობა, თუმცა უელსში ჯანდაცვის მინისტრმა ელუნედ მორგანმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ეს იქნება „მხოლოდ იქ, სადაც დრო და ლოგისტიკა დართავს ნებას“.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 აქვს თუ არა აზრი კოვიდგადატანილი ადამიანების აცრას? - Washingtonpost

👉 რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმელებზე და რა გართულებებს ტოვებს ხანგრძლივი კოვიდი - კვლევა

👉 რატომ გვთავაზობენ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას? - არგუმენტები და საწინააღმდეგო მოსაზრებები

👉 ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე დღეში გადაწყდება - BBC

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ანა სუბელიანი ავრცელებს.

1634330674

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობდა“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

1634326133

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

1634324883

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933
კახა კალაძე

კახა კალაძე: ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მ...

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთ...

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ამბობს, რომ მისთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს.

„მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი დ...

ექსპრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.

„უკომენტაროდ!“ - პატრიარქის ძმისშვილმა ფ...

პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ საკუთარ ფეისბუკგვერდზე სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ვიდეო გააზიარა.