მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ გვტკივა მკლავი ვაქცინის შემდეგ?

რატომ გვტკივა მკლავი ვაქცინის შემდეგ?
1634409207
COVID-19

ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ ადამიანები ყველაზე მეტად მკლავის ტკივილს განიცდიან. ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის ვაქცინები არის ერთი მნიშვნელოვანი გზა პანდემიის დასრულებისთვის. რატომ გვაქვს ეს რეაქცია და როგორ შეგვიძლია შვება ვიპოვოთ?

როგორ მუშაობს ვაქცინები

როდესაც თქვენი სხეული ექვემდებარება მიკრობს (ვირუსი ან ბაქტერია), თქვენი იმუნური სისტემა სწავლობს როგორ ებრძოლოს ინფექციას და აყალიბებს მეხსიერებას. სხეულში არსებული იმუნური უჯრედები, რომლებსაც B-ლიმფოციტები და T-ლიმფოციტები ეწოდება, გარედან შემოჭრილ სხეულთა გამაფრთხილებელ ნიშნებს ცნობენ.

ვაქცინები ააქტიურებს იმუნურ სისტემას და ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, რომლებსაც განიცდით, მათ შორის ცხელება, შემცივნება, დაღლილობა და ტკივილი.

რა ხდება მას შემდეგ რაც იმუნური სისტემა გაძლიერდება?

სხეულში არსებული იმუნური უჯრედები, რომლებსაც B-ლიმფოციტები და T-ლიმფოციტები ეწოდება, გარედან შემოჭრილ სხეულთა გამაფრთხილებელ ნიშნებს ცნობენ. საჭირო ზონაში ათასობით ასეთი უჯრედი გარბის, რათა ახალი საფრთხე შეისწავლონ და თავდაცვა უზრუნველყონ.

B-ლიმფოციტები წარმოქმნიან ანტისხეულებს, რომლებიც წვეტ ცილებს ანადგურებენ. სხვადასხვა B-ლიმფოციტი ბევრ სპეციალიზებულ ანტისხეულს წარმოქმნის, რომლებიც ვირუსის ან ბაქტერიის სხვადასხვა ნაწილებს ცნობენ. B-ლიმფოციტები ერთგვარი ფაბრიკებია, რომლებიც შემოჭრილი საფრთხის საწინააღმდეგო ანტისხეულთა წარმოქმნას აგრძელებენ მას შემდეგაც კი, რაც ის უკვე აღარ არსებობს; შედეგად, სხეული მომავალშიც დიდი ხნით არის დაცული.

საფრთხის სიგნალისთანავე, T-უჯრედები სახელად დამხმარე T-ლიმფოციტები, ეხმარება B უჯრედებს ანტისხეულების წარმოქმნაში. კიდევ ერთი სახის T-ლიმფოციტები ამოწმებენ, არის თუ არა ვირუსის მიერ ინფიცირებული სხეულის სხვა უჯრედებიც. თუ ეს T-ლიმფოციტები ინფიცირებულ უჯრედებს შენიშნავენ, ანადგურებენ, რომ უფრო მეტი ასლები ვეღარ წარმოქმნან და ინფექცია სხვა უჯრედებს ვეღარ გადასცენ.

ვაქცინის რეაქციების სახეები

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არსებობს ორი სახის ვაქცინის გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია იმუნური სისტემის მიერ: ადგილობრივი და სისტემური.

სისტემური: ის, რაც ხდება მთელ სხეულში, ან შორს იმ ადგილიდან, სადაც ვაქცინა გაკეთდა. ამ სიმპტომების მაგალითებია: თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება და დაღლილობა.

ადგილობრივი: ხდება იმ ადგილას, სადაც ვაქცინა გაკეთდა (მაგალითად, მკლავი). ამ სიმპტომების მაგალითები მოიცავს მკლავის ტკივილს, სიწითლეს, შეშუპებას და/ან ლიმფურ კვანძებს მკლავში.

მკლავის ტკივილი ადგილობრივ რეაქციად ითვლება. მკლავის გაღიზიანება, ასევე, გამოწვეულია კუნთის რეაქციით მცირე რაოდენობით ვაქცინის სითხეზე.

კონკრეტულად ვაქცინაციის შემდეგ, პაციენტები, როგორც წესი, განიცდიან ტკივილს, სიწითლეს და შეშუპებას მკლავში, სადაც ვაქცინას იკეთებენ. მეორე დოზით ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, უფრო შესამჩნევია.

რატომ გვტკივა მკლავი?

აცრის შემდეგ მკლავში ტკივილის მიზეზი ის არის, რომ იმუნური უჯრედები, მაგალითად, დენდრიტული უჯრედები, T-ლიმფოციტები და B-ლიმფოციტები მკლავისკენ გარბიან, რათა საფრთხე შეამოწმონ.

ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო შეგრძნებაა მკლავში, თუმცა, ყველა სხვა სისტემურ და ადგილობრივ გვერდით ეფექტთან ერთად, არის ნიშნები იმისა, რომ იმუნური სისტემა მუშაობს, რეაგირებს ვაქცინაზე და გიცავთ იმ ვირუსისგან, რომლის წინააღმდეგაც ახლახან აიცერით. ასევე, შესაძლოა, აგეწიოთ ტემპერატურა. ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღეში.

ეს უსაფრთხო და ბუნებრივი პროცესია, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც სხეული წვეტ ცილებთან ბრძოლას სწავლობს.

მკლავის ტკივილის შემთხვევაში:

⚫ მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი

⚫ არ გადაღალოთ მოძრაობის დროს ხელი მთელი დღის განმავლობაში

აცრილებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ისინი განიცდიან რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:

⚫ თუ ხელის ტკივილი ან მგრძნობელობა მნიშვნელოვნად გაუარესდება ვაქცინის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

⚫ თუ სიმპტომები არ გაქრება რამდენიმე დღის შემდეგ, ან თუ პაციენტი ხედავს გამონაყარს მკლავზე