COVID-19

რესტორნები ბათუმში პირველი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან გაიხსნება

რესტორნები
1614162635
დაკოპირებულია

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პირველად გამართა პრემიერ-მინისტრის რანგში სხდომა. მან შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით რეგულაციების შემსუბუქებაზე ისაუბრა.

„რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან.

რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან ძალაში დარჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან განაახლებენ

✔️უმაღლესი სასწავლებლები აუდიტორიებში სწავლას 15 მარტიდან გაანახლებენ

✔️საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან აღდგება

ამერიკელი გენერალი ბენ
ჰოჯესი

ბენ ჰოჯესი: რუსები გაჩერდებიან მაშინ, რო...

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას მხარს უჭერს, საუბრობს წვრთნების გააქტიურების აუცილებლობაზე, საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით.

„ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია რეგიონში ვიზიტის შემდეგ დაბრუნდა ისევ თბილისში და თბილისიდან მოხდა მათთან ერთად ამ პროცესის ხელშეწყობა მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ი საქართველოს, საქართველოს როლს, იმ ფუნქციას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია აშშ-სთან ერთად შევასრულოთ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

1623526140

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება რომ ისინი აფასებენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში.

1623525272

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და „ქართული ოცნების“ დესტრუქციულ ოპონენტებს პასუხობს, რომ მსგავსი განცხადებები მათ რეალური სურათის აღქმაში ვერ დაეხმარება, თუმცა მისი შეფასებით, სახეზეა, ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი.

1623524973

„დღევანდელი შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი თემა, რიონის ხეობაში არსებული ვითარება იყო. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე სიტუაცია დასტაბილურდეს და არ მოხდეს ვითარების ესკალაცია. ამასთან, შეხვედრაზე განხილული იყო გუმათჰესთან აღმართული რკინის ბარიკადების აღების საკითხი.

1623524650
ბუშლე

დირკ ბუშლე: ენერგოუსაფრთხოება არა მხოლოდ საქა...

„ნამახვანი ჰესი“ არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ჩვენ ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი, როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ“ - განაცხადა მედიასთან საუბრისას ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მადლობას...

„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი ტყვის გათავისუფლებას და თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენ ასევე მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, მიაწოდოს აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის წყალობითაც განხორციელდება ჰუმანიტარული განაღმვა და თავიდან იქნება აცილებული სავარაუდო მსხვერპლი მომავალში“ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

გია აბაშიძე: საქართველოს რეგიონული მედია...

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ირაკლი ლატარია: მგონი ვუბრუნდებით რეგიონ...

ირაკლი ლატარია, საქართველოს პრემიერის ფასილიტაციით სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.