მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო Financial Times-ის სტატიაში მოხვდა, სადაც აცრების დაბალი მოცვის გამო, დელტა შტამი სწრაფად იკიდებს ფეხს“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1626701810
COVID-19

„საქართველო მოხვდა Financial Times სტატიაში! სტატია ეხება სიტუაციას იმ ქვეყნებში, სადაც აცრების დაბალი მოცვის გამო, დელტა შტამი სწრაფად იკიდებს ფეხს და მეტად არასასურველი გამოსავალით ემუქრება ქვეყნებს“, - აღნიშნულის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა განაცხადა.

როგორც ის საკუთარ Facebook გვერდზე წერს, გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე ორჯერად აცრილია, სიკვდილიანობა - შემთხვევათა კოეფიციენტი დაეცა დაახლოებით ერთი გარდაცვლილია 50-დან ზამთრის ტალღის შედეგად.

„გაერთიანებულ სამეფოში ერთი გარდაცვლილია 750-დან. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი 40,000-ზე მეტია - ვაქცინების მიღებამდე დღეში 800 ადამიანი იღუპებოდა - დღეისთვის კი მხოლოდ 50 ადამიანია. ამის საპირისპიროდ, ნამიბია, მოსახლეობის მხოლოდ 1,2 პროცენტითაა ვაქცინირებული, აღრიცხავს ერთ სიკვდილს ყოველ 22 შემთხვევაში. ნამიბიის დღიური მაჩვენებელი 28 კაციანი სიკვდილიანობა 1 მლნ ადამიანზე ყველაზე მაღალია მსოფლიოში, და ბევრად აღემატება პიკ – დონეს, რომელიც დაფიქსირებულია დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში. იქვე ხაზგასმულია, რომ სიტუაცია იმ ქვეყნებში ამძაფრებს ისეც, რომ დაბალ ვაქცინაციასთან ერთად, არ ხდება სოციალური დისტანციის თუ სხვა ღონისძიებების დაცვაცო...აი ასეთი ამბებია“, - წერს ზაზა წერეთელი.