მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

საქართველოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

გამოჯანმრთელებული პაციენტი
1587018512
COVID-19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა. კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-სგან ჯამში 74 პაციენტი განიკურნა.

დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 336-მდე გაიზარდა. მათ შორის გარდაცვლილია სამი.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5 000 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 494 პაციენტი.