მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა Pia.ge
1615783652
COVID-19

დღეიდან საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. 

როგორც ცნობილია, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირები ექიმები, ექთნები აიცრებიან.

ამასთან, დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმებიც აიცრებიან.

დრო: 08:45 საათი

ადგილი - ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი. მის: ყაზბეგის გამზირი 16

ღონისძიება - საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმების ვაქცინაციის პროცესი. პაატა იმნაძე, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ.

დრო:10:00 საათი

ადგილი - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო. მის: ვაჟა-ფშაველას 29

ღონისძიება - ექიმები ზაზა კაციტაძე, ლევან ვაშაკიძე და ლევან გოფოძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ.


დრო: 10 : 00 საათი

ადგილი - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. მის: ლუბლიანას ქუჩა 13/6

ღონისძიება - ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს.


დრო: 11:00 საათი

ადგილი - კავკასიის მედიცინის ცენტრი. მის: ქავთარაძის ქ. 23

ღონისძიება - ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს.

დრო: 12:30 საათი

ადგილი - ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი. მის: ყაზბეგის გამზირი 16

ღონისძოება - ექიმი გუგა ქაშიბაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს.

რეგიონები

აჭარა,ბათუმი

დრო: 10:00 საათი

ადგილი - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. მის: ტბელ აბუსერიძის 2ა

ღონისძიება - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საზ.ჯანდაცვის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე და ექიმი ილია ნაკაშიძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ

იმერეთი, ქუთაისი

დრო: 10:00 საათი

ადგილი: ინტერვენციული მედიცინის ცენტრი

ღონისძიება: კარდიოქირურგი, კარდიოდეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა ვაშაყმაძე და ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების უფროსი თედო ფურცხვანიძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ.

კახეთი,თელავი

დრო: 10:00 საათი

ადგილი-თელავის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: ვ.სეხნიაშვილის 1

ღონისძება-თელავის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმები ზეინაბ მგელიაშვილი და დარინა მაჭავარიანი COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ მიიღო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43200 დოზა „კოვაქსის“ საშუალებით, ხოლო მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში დაახლოებით 86 ათასი დოზა იქნება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა საქართველომ 13 მარტს მიიღო.