მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1586072847
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 81 წლის ქალია.

აღნიშნულის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

"ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილ იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან, მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. ჩატარებული კვლევის შედეგად პაციენთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სეფსისი. ანამნეზში ხაზი მინდა გავუსვა გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი", - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.