მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„SARS-CoV-2 ვაქცინები ძალზე ეფექტურია COVID 19-ით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად“ - ზაზა წერეთელი

„კვლევებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერში არსებული ნაწილაკებით გადადის“
1629695481
COVID-19

SARS-CoV-2 ვაქცინები ძალზე ეფექტურია COVID 19-ით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად. ვინაიდან არცერთი ვაქცინა არ არის 100% ეფექტური, მოსალოდნელია გარღვევის ინფექციები, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში წერს.

„ნიდერლანდელმა მკვლევარებმა გააანალიზეს 161 ვაქცინის გარღვევის ვირუსოლოგიური მახასიათებლები 24,706 ვაქცინირებულ ჯანდაცვის მუშაკში (HCWs) RT-PCR და ვირუსული კულტურის გამოყენებით. უმეტეს შემთხვევებში გამოვლენილი იქნა დელტა ვარიანტი (B.1.617.2).

მიუხედავად მსგავსი Ct- ღირებულებებისა, კვლევებმა აჩვენა რომ ვირუსის გამოვლენის უფრო დაბალი ალბათობაა გარღვევითი ინფექციების (ვაქცინირებული HCW–ების) რესპირატორულ ნიმუშებში ვიდრე არავაქცინირებული HCW-ები პირველადი SARS-CoV-2 ინფექციების დროს. მიუხედავად იმისა რომ ვირუსი აღმოაჩინეს გარღვევის ინფექციების 68.6%-ში Ct- ღირებულებები შემცირდა ავადმყოფობის პირველი 3 დღის განმავლობაში.

ეს კვლევა ადასტურებს ვაქცინაციის კიდევ ერთ სარგებელს - რომ მიუხედავად გარღვევის შემთხვევებისა (რითაც აპელირებენ ანტივაქსერები და ისინი ვისაც გულში არ სურს აცრა, მაგრამ ხმამაღლა ამას არ იძახის) პიროვნება ნაკლებად ინფექციურია და გადამდებიც უფრო ხანმოკლე დროის განმავლობაშია“ - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“

👉 „კვლევებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერში არსებული ნაწილაკებით გადადის“