მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს“ - მაია ბუწაშვილი აცრამდე „პრევაქს გამოკვლევების“ ჩატარებას არასწორს უწოდებს

ექიმი ინფექციონისტი
1618990756
COVID-19

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცრამდე „პრევაქს გამოკვლევების“ ჩატარებას არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ ზოგიერთი თანამოქალაქისთვის შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს, თანაც სრულიად არასაჭირო.

მისივე თქმით, არავითარი ვაქცინამდელი გამოკვლევების ოფიციალური რეკომენდაცია არ არსებობს.

„მედიცინაში არ არსებობს მცნება ლაბორატორიული გამოკვლევების „პრევაქს პანელი“. არავითარი ვაქცინამდელი გამოკვლევების ოფიციალური რეკომენდაცია არც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ არ გაცემულა.

თუ ადამიანს გეგმურად რაიმე პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება სურს, ეს მისი ნებაა და ვერავინ აუკრძალავს. მაგრამ ასე საყოველთაოდ ამის რეკლამირება, სახელის ფორმალიზება (პრევაქსი), რაც ადამიანებს უჩენს იმის განცდას, რომ ანალიზების ამ ერთობლიობას მართლა რაიმე ოფიციალური სახელი ჰქვია და სამედიცინო საფუძველი აქვს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს, თანაც სრულიად არასაჭირო“, - წერს მაია ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ქვეყანაში აცრა ორი ვაქცინით „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს.

საქართველომ, ასევე, მიიღო „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინა, რომლის გამოყენებისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმოს მიერ ვაქცინის აღიარებას ელოდება.

ამავე თემაზე:

🔴 1310 ინფიცირება, 632 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔴 „ფაიზერის“ 1 მლნ დოზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია“ - ტიკარაძე