მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შესაძლებელია „მიუს“ ვარიანტი საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1631099884
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში კორონავირუსის ახალი ვარიანტის „მიუს“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ვარიანტი შესაძლოა, საქართველოშიც იქნეს აღმოჩენილი.

ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ახალი ვარიანტი ინტერესის მუტაციად დარჩება და მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოქმნის.

„დღეისათვის მსოფლიოს 39 ქვეყანაში დაფიქსირდა მისი {მიუ შტამის} ერთეული შემთხვევები, მათ შორის თურქეთში, რაც გახდა კიდეც გარკვეული კითხვების საფუძველი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, ეს მუტაცია არ მიეკუთვნება იმავე ტიპის მუტაციების კატეგორიას, როგორიც არის ყველაზე საშიში დელტა ვარიანტი.

შესაძლებელია, „მიუ“ საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი, ვინაიდან ჩვენი ლუგარის ლაბორატორია სავსებით შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც ასეთი მუტაციების აღმოჩენა შეუძლია. იმედი გვაქვს, რომ ის დარჩება ბოლომდე როგორც ინტერესის მუტაცია და არ გახდება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მიუ - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც ჯანმო იკვლევს

👉 „სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი C.1.2 გამოვლინდა“

👉 თურქეთში „მიუ“ შტამის შემთხვევები დადასტურდა