მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სფეროსთვის გვჭირდება, 49 000 ასაცრელი პირისთვის საკმარისი დოზა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1612179325
COVID-19

„მოხდება დიდი კლინიკების შერჩევა რომელთაც აქვთ შესაფერისი რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყონ როგორც დიდი ნაკადების მართვა ასევე ისინი აღჭურვილნი არიან სათანადო ადგილებით იმისათვის, რომ გვერდითი რეაქცია თუ გამოვლინდა მარტივად იმართოს ადგილზევე“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი კლინიკების საჭიროება ბევრი არა არის სულ დაახლოებით საუბარია 10 კლინიკაზე : ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

„პაციენტები უნდა შევიდნენ სხვა შესასვლელიდან და ის კონტიგენტი ანუ სამედიცინო მუშაკები, რომლებიც ასაცრელად იქ მივლენ მათ უნდა დახვდეთ ცალკე იზოლირებული შესასვლელი.

იქნება მონიტორინგი იმაზე რომ შესრულდეს ვაქცინაცია განსაზღვრული გეგმის მიხედვით. თუმცა თუ რაღაც შემთხვევაში დარჩა დოზები გადავალთ შემდეგი რისკ ჯგუფებზე.

საერთოდ ჯანდაცვის სფერო, რომ მოვიცვათ ჩვენ გვჭირდება 49 ათასამდე ასაცრელი პირისთვის საკმარისი დოზები. რა თქმა უნდა, მათი სრულად მოცვა ვერ მოხდება.

„ასტრაზენეკა“ იქნება შემდეგი ვაქცინა რომელიც ქვეყანაში მალევე უნდა შემოვიდეს“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველო PFIZER-ის ვაქცინის პირველ დოზას თებერვლის პირველ ნახევარში მიიღებს. ეს იქნება დაახლოებით 30 ათასი დოზა 15 ათასი ბენეფიციარისთვის.

იხილეთ აგრეთვე:

✔️თენგიზ ცერცვაძე: საქართველო იმ განვითარებად ქვეყნების ხუთეულშია, ვინც პირველი მიიღო მაღალი ხარისხის ვაქცინა

✔️„თუ მოსახლეობის 70% აიცრება, პანდემია დამთავრდება“ - ამირან გამყრელიძე

✔️ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციისთვის საავადმყოფოებიდან უკვე გამოთხოვილია პერსონალური ინფორმაცია