მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: მცირე სტაბილიზაცია ცალსახად შეზღუდვების შედეგია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1608036075
COVID-19

„მცირე სტაბილიზაცია, რომელსაც  ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან “,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი ჯერ ადრეა.

„ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც უკიდურესად გადაღლილია ბოლო პერიოდის მოვლენებით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაინტერესებულია იმით, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს და ჰქონდეთ, გარკვეულწილად, სტაბილიზაციის და იმ პირობებში მუშაობის გაგრძელების საშუალება, რისი შედეგიც და საშუალებაც ამ შეზღუდვების შედეგად შემთხვევების მცირედი კლების ტენდენციამ მოგვცა.

რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი, რადგან შეზღუდვები გრძელდება. მომდევნო ერთი კვირა, ათი დღე გარკვეულწილად საბოლოო სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს და ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

👉 ინფორმაციისთვის, პანდემიის გავრცელების გამო 28 ნოემბრიდან საქართველოში შეზღუდვები გამკაცრდა.

👉 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით რიგი შეზღუდვები გაუქმდება. იმოძრავებს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და დაშვებული იქნება სავაჭრო ცენტრების მუშაობა, აგრეთვე მოიხსნება კომენდანტის საათი.