მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კორონავირუსით 19 წლის ორსული გარდაიცვალა

კორონავირუსი
1630045556
COVID-19

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ორსული გარდაიცვალა.

ახალშობილი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც PIA.GE-ს ევექსის კლინიკების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პაციენტი კლინიკაში 30 ივლისს შევიდა, პირველ აგვისტოს მას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, ხოლო 2 აგვისტოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

პაციენტი იყო 36 კვირის ორსული და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ იყო აცრილი. რაც შეეხება, ახალშობილს, კლინიკის წარმომადგენელთა თქმით, მას COVID 19 არ დაუდგინდა და კარგადაა.

ინფორმაციისთვის, ეს ქვეყანაში ორსულის გარდაცვალების მეთერთმეტე შემთხვევაა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ქუთაისში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა