მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თებერვალში საქართველო კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას ელის“ - ცერცვაძე

ინფექციურის დირექტორი
1611480747
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას თებერვალში ელის.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას თან ახლავს გაუთვალისწინებელი გარემოებები.

მისივე თქმით, ვაქცინის მიღების ორი გზა არსებობს.

„ვარაუდობენ, რომ „კოვაქსის“ პლატფორმით უახლოეს დროში იქნება ორჯერადი მიღება. თებერვალში საქართველო ელის, რომ დაახლოებით მიიღებს 20 000 დოზას, ეს სავარაუდოდ უნდა იყოს „ფაიზერის“ ვაქცინა.

ეს არის ის პირველი, რითაც მთელი მსოფლიო იცრის. ამ პირველი დოზით ძირითადად აიცრებიან ჯანდაცვის მუშაკები, შემდეგ დაახლოებით კვარტლის ბოლოსკენ კიდევ იქნება ვაქცინები მიღებული, ვარაუდობენ, რომ ეს იქნება „ასტრაზენეკა“, რომელიც ასევე ბრიტანულ-შვედური ვაქცინაა და ძალიან კარგია, შესაძლოა ყველაზე უკეთესიც. ეს იქნება უფრო მეტი რაოდენობით, დაახლოებით 150 ათასი.

წლის ბოლომდე იმედი გვაქვს, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინაცია“, - განაცხადა „იმედის“ ეთერში გადაცემა „დილის შოუსთან“ საუბარში თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 24 იანვრის მონაცემებით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 253 518-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ 546 ინფიცირება, 1 456 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა