მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი 2020
1586111655
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს.

მინისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებას მწარმოებელი კომპანიის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან ცალსახა პასუხი აქვს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ როგორც მწარმოებელთან, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. მათგან ცალსახად გვაქვს პასუხი იმის თაობაზე როგორც კი მოხდება პრეპარატის ლიცენზირება საშუალება მოგვეცემა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩაერთვება და მიიღებს ამ პრეპარატს", - განაცხადა "იმედის" ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 174-ს შეადგენს.