COVID-19

ტიკარაძე: არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის

ჯანდაცვის მინისტრი
1606244908
დაკოპირებულია

„წასვლას არ ვაპირებ, არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემას ის რეფორმები სჭირდება, რომელიც მას დაგეგმილი აქვს.

„წასვლას არ ვაპირებ, არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის. ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას კოვიდპანდემიის წარმატებით წარმართვისთვის. ვთვლი, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე დაგეგმილი მაქვს“, - აღნიშნა ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში.

მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვაში წარმატების ფორმულა სხვადასხვა ფაქტორით კომპლექსურად იზომება.

„ძალიან ტრაგიკულია, როდესაც ვაკვირდებით ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელს, მაგრამ ჯანდაცვის ორგანიზაციები ლეტალობას ზომავენ პროცენტებში და საქართველოს მაჩვენებელი, დღესდღეობით, არის 0.90-მდე“, - აცხადებს ტიკარაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ვირუსს 1054 ადამიანი ემსხვერპლა.


დავით გარეჯის საქმე -
კარტოგრაფები - Pia.ge

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღე...

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 19 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

1611125910

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად  პუტინის სასახლეს ეხება. ამის შესახებ dw.com იუწყება.  

1611124749

დღეს, 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.

ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

1611124694

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 

1611123344
ამინდი

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტური...

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„ჩემი დაშანტაჟება შეუძლებელია“ - გიორგი...

„ჩემი დაშანტაჟება შეუძლებელია, რადგან ბევრჯერ ძალიან სარისკო და პრინციპული გადაწყვეტილება მიმიღია, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ვერავინ ვერ შეწინააღმდეგებია ამას. უბრალოდ ყველას ვთხოვ, შევეშვათ ამ სიბინძურეზე საუბარს, რადგან არასწორია მორალურადაც. ამბების შეთხზვა პოლიტიკა არაა“, - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მას შესაძლოა აშანტაჟებენ. 

ალეკო ელისაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ გი...

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეზე გიორგი ვაშაძეზე შანტაჟი ხორციელდებოდეს, რის გამოც იგი პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ პოზიციას არ იზიარებს.