მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა მნიშვნელოვანია

ჯანდაცვის მინისტრი საჩხერის კლინიკაში
1616498397
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდვაქცინაციის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და უკუჩვენების შემთხვევაში ის ვაქცინას არ გაიკეთებდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა თუ რატომ გააკეთა არჩევანი საჩხერის სამედიცინო ცენტრზე.

„გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკის და მედპერსონალის მიმართ, რომ თითქოს ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე. რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმ სამედიცინო ცენტრის მიმართ, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი.

მიმაჩნია, რომ როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე კლინიკას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიცია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის. ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

კლინიკაში, სადაც ძალიან ბევრი დადებითი წელი მაქვს გატარებული, ჩავთვალე საჭიროდ, რომ აქ ჩატარებულიყო ჩემი ვაქცინაცია. ეს იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლური და, ასევე, დიდი მოტივის მომცემი როგორც საჩხერის მედპერსონალისთვის, ასევე, რეგიონის მოსახლეობისთვის.

უკუჩვენება, რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. შევსებულია ის კითხვარი, რომელსაც მე დეტალურად გავეცი პასუხი. ამ ეტაპისთვის თავს კარგად ვგრძნობ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა