მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით“ - ტიკარაძე ეპიდვითარებაზე

ჯანდაცვის მინისტრი
1619092913
COVID-19

„მესამე ტალღის პიკურ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ, მაგრამ საკმაოდ ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მასიურად არის გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამი.

„ჩვენ მესამე ტალღის პიკურ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა საკმაოდ ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით. ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. აქედან გამომდინარე ყოველივე ეს მოითხოვს ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელ არის მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან.

წინა კვირების განმავლობაში კონკრეტულად ვახდენდით დადგენას, თუ რა რაოდენობის ბრიტანული შტამის მატარებელი გვყავდა ქვეყანაში, თუმცა როგორც ბატონმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის აღარ არის ჩათვლილი საჭიროდ, რომ იდენტიფიცირება მოხდეს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს ბრიტანული შტამი, ვინაიდან ინფექციონისტების და ეპიდემიოლოგების დასკვნით ქვეყანაში უკვე მასიურად არის გავრცელებული ბრიტანულ შტამი“, - აღნიშნა ტიკარაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 300 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 3981 პაციენტი, ხოლო 283 557 პირი გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე 👇

👉 „ვაქცინა არის ერთადერთი გზა, რომ დავასრულოთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - აკაკი ზოიძე

👉 1226 ინფიცირება, 688 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 144 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა