მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 3 მძიმე კოვიდპაციენტი მკურნალობს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა
1632129073
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის თქმით, მომართვიანობა ამ დრომდე მზარდია, თუმცა კლინიკის საწოლფონდი ამას აუდის.

რეხვიაშვილის თქმით, ბავშვებთან ერთად კლინიკაში მათი კოვიდინფიცირებული მშობლებიც მკურნალობენ.

„მომართვიანობა არის, თუმცა ამას კლინიკის საწოლფონდი აუდის. ამ ეტაპზე 107 პაციენტი მკურნალობს, აქედან ნ პედიატრიული კონტინგენტის არის 67. ასევე ჩვენთან მკურნალობენ მათი კოვიდინფიცირებული მშობლები. რეანიმაციაში 21 პაციენტი გვყავს, მხოლოდ სამის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3534 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პირი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 720 ადამიანი აიცრა

🔴 252 თბილისი, 102 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში