მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წლის ბოლომდე 1,7 მილიონი ადამიანი უნდა ავცრათ“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1630920571
COVID-19

„წლის ბოლომდე ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია 3,4 მილიონი აცრა, რაც არის 1,7 მილიონი მოსახლე. დღეს რაც გვაქვს - 1,4 მილიონი აცრა უახლოვდება სამიზნე მაჩვენებლის ნახევარს. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების პროცესში გარდატეხა მოხდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მის თქმით, საჭიროა ვაქცინაციის გაფართოება და მოსახლეობის ინტენსიური ვაქცინაცია.

„იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ვაქცინაციის ტემპი და მივაღწიოთ იმუნური ფენის სწრაფად ჩამოყალიბებას, მნიშვნელოვანია, რომ 25-30 ათასი მაინც იყოს დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობა. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა ბიზნესთან, ასევე პედაგოგიურ კოლექტივებთან, რათა მოხდეს აქტიური აცრები ამ ჯგუფებში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ რა შემთხვევაშია აუცილებელი კოვიდინფიცირებული ბავშვის კლინიკაში გადაყვანა - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

⭕ კოვიდვაქცინაციის შემდეგ იშვიათი ანთების რისკს ევროპის წამლების მარეგულირებელი განიხილავს

⭕ „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზამ შეიძლება უზრუნველყოს სრული დაცვა“ - ენტონი ფაუჩი